ვადასტურებ, რომ დავტოვე ტელეკომპანია “მთავარი” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანმა “მთავარი არხი” დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:
“მეგობრებო, ვადასტურებ რომ დავტოვე ტელეკომპანია “მთავარი”.
არ ავხსნი როგორ მიყვარს ეს ტელეკომპანია. ჩემი დრო, ენერგია და სიყვარული მაქვს ჩადებული მასში.
როგორ მიყვარს იქ მომუშავე გმირები. ეს ამბავი არ უკავშირდება ტელეკომპანიაში არსებულ დავას მფლობელებს შორის. როგორც იცით, ოქუაშვილმა მე დამასახელა დირექტორობის კანდიდატად, მაგრამ ჩემთვის უცნაური იყო ის, რომ ეს ამბავი ფეისბუქით გავიგე.
ანუ, ამ თემას ჩემი წასმოვლა არ დაუკავშიროთ. საბედნიეროდ ეს ამბავი მე არ მეხება. მე ორი წელია არ ვარ არხის თანამშრომელი. გარედან ვაწოდებდი პროდუქტს არხს.
მქონდა სხვა მიზეზები და ახლა არაა მასზე საუბრის დრო.
ახლა მთავარია რა ხდება რუსთაველზე მთელი ყურადღება, ენერგია ამ თემაზე უნდა დაიხარჯოს.
ახალ სეზონზე გავალთ ან ტვ პირველზე, ან ფორმულაზე. ორივესთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას.
არ ვაპრებდი ამ თემაზე საუბარს. უბრალოდ დაიწერა და სხვა გზა არ მქონდა.”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ფაქტია, რომ დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს, როგორც საარჩევნო გარემო, ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესი, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა

რეალობა ის არის, რომ ქართული „ფარა“ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა მანტიისა და საფარის ქვეშ მოქმედ უცხოურ აგენტურასა და მათ მთავარ წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც არანაირად არ სურთ, გაამჟღავნონ საკუთარი დაფინანსება

საქართველოს თვითმყოფადობასთან მებრძოლი ევროკრატიის განშტოება, ვენეციის კომისია ისეთ აბსურდშია, რომ FARA-ს კანონის უსაგნო კრიტიკაში მის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორს, აშშ-ს უწუნებს კანონის უზენაესობას