ირაკლი კობახიძის განცხადებით, პიროტექნიკის გამოყენება მკაცრად უნდა შეიზღუდოს, თუმცა ამ საკითხზე “ლელოს” კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ და ალტერნატიულ დოკუმენტს დააინიცირებენ

პარლამენტში პიროტექნიკაზე რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ. “ლელომ” ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ 9 თვეა, დააინიცირეს კანონპროექტი პიროტექნიკის აკრძალვაზე, რომელიც ამ დრომდე არ განხილულა.
მმართველი გუნდი იზიარებს პოზიციას, რომ პიროტექნიკის გამოყენება მკაცრად უნდა შეიზღუდოს და ამ საკითხზე მუშაობის დაწყებას აპირებს, თუმცა “ქართულ ოცნებაში” განმარტავენ, რომ “ლელოს” კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ და ამ საკითხზე ალტერნატიულ პროექტს თავად დააინიცირებენ.
“ლელო” არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, მათ არცერთ კანონპროექტს პრინციპულად არ დავუჭერთ მხარს. რაც შეეხება თემას, მე და ჩემს თანაგუნდელებს მსგავსი პოზიცია გვაქვს, ვფიქრობთ, დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელსაც მხარს დავუჭერთ. “ლელოს” მხარდაჭერა ჩვენს გეგმებში არ შედის. მე ვიზიარებ პოზიციას, რომ პიროტექნიკის გამოყენება არის მკაცრად შესაზღუდი, მხარს დავუჭერდი ასეთი კანონის მიღებას, ამ თემას ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ,”- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან