“სპორტინგის” ახალი მწვრთნელი დანიშვნიდან ერთ თვეზე ოდნავ მეტში შესაძლოა, გადააყენონ

Record-ის ცნობით, “სპორტინგის” ახალი მწვრთნელი ჟოაო პერეირა დათხოვნის ზღვარზეა. 40 წლის პორტუგალიელმა ლისაბონური გრანდი 11 ნოემბერს რუბენ ამორიმის “მანჩესტერ იუნაიტედში” წასვლის შემდეგ ჩაიბარა.
მისი ხელმძღვანელობით “სპორტინგმა” 8 მატჩიდან 3 მოიგო, 1 ფრე ითამაშა და 4-ში დამარცხდა. კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ ახალი დამრიგებელი 29 დეკემბრამდე დანიშნონ, ვიდრე “ბენფიკასთან” მატჩი მოვა.
პერეირა აქამდე ლისაბონელთა მეორე გუნდს ავარჯიშებდა და შემდეგ მთავარ კლუბში დააწინაურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში