„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორის განცხადებით, პოპულაციების მართვის ცენტრი იანვრის დასაწყისიდან დაიწყებს ფუნქციონირებას

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორის, გიორგი კობიაშვილის განცხადებით, პოპულაციების მართვის ცენტრი იანვრის დასაწყისიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.
მისივე თქმით, წლის განმავლობაში ცენტრში შესაძლებელი იქნება 6 000-ზე მეტი ცხოველის მიღება.
„პოპულაციების მართვის ცენტრი უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას დაიწყებს. მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ცხოველი იქნას გადაყვანილი თავშესაფარში – სტერილიზაცია-კასტრაციის, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით. ჩვენი მიზანია, რომ უახლოეს წლებში ქუჩაში მიუსაფარი ცხოველი აღარ გვყავდეს. სწორედ, ამას ემსახურება ის, რომ გავხსენით ახალი სივრცე, ცხოველთა თავშესაფარში. ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს უკვე ჩვენ გავზრდით ფაქტობრივად, 60-70%-ით ცხოველების გადაყვანას ქუჩიდან. რაც საერთო ჯამში მოგვცემს იმ სურათს, რომ ჩვენ უახლოესი წლების პერიოდში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა გვენება ქუჩაში შემცირებული და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებული იქნება.
წლის განმავლობაში ცენტრში შესაძლებელი იქნება 6 000-ზე მეტი ცხოველი შევიდეს. ამ ცხოველს შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდეს და დაბრუნდნენ დედაქალაქში, ურბანულ გარემოში ისეთი ცხოველი, რომელიც უკვე საფრთხეს არ წარმოადგენს, არც ადამიანებისთვის და არ სხვა ცხოველებისთვის”, – განაცხადა გიორგი კობიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: მსოფლიო ისოტრიას არ ახსოვს პრეცედენტი წინასწარ გამოცხადებული რევოლუციის. განა იმიტომ, რომ ვინმეს ჭკუა აკლდა ან ვერ მოიფიქრა, იმიტომ, რომ რევოლუცია არის ბუნებრივი პროცესი

ლევან ღამბაშიძე: მხოლოდ მოწყალების თხოვნაა საჭირო, რომ ყველაფერი დამთავრდეს. გარეთაც იქნები, სამსახურიც გექნება, საჭმელიც, პრადოც და ლოროპიანას ტუფლებიც. ერთი სიტყვით, ყველაფერი გექნება, რისთვისაც …