ოკუპირებული აფხაზეთის “ომბუდსმენი” კარბაიას სიკვდილთან დაკავშირებით ე.წ. ძალოვან უწყებებს მიმართავს

ოკუპირებული ს „სახალხო დამცველმა“ ანას ქიშმარიამ განცხადება გამოაქვეყნა გალის მკვიდრის, თემურ (ვიტალი) კარბაიას სიკვდილთან დაკავშირებით. ს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თემურ (ვიტალი) კარბაიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 44 წლის კაცი ე.წ. სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს და მიყენებული ტრავმებით იგი კლინიკაში გარდაიცვალა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქიშმარიამ მიმართა „გენერალურ პროკურორს“, „შინაგან საქმეთა მინისტრს“, „გალის რაიონის პროკურორს“ და „რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსს“ „მოთხოვნით, უმოკლეს ვადაში შეამოწმონ ეს ინფორმაცია და შედეგები წარუდგინონ ომბუდსმენის აპარატს”.
„სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს დაკავებულების მიმართ არაპროპორციული ფიზიკური ზეწოლისა და ძალადობის გამოყენების დაუშვებლობაზე და ასევე მოუწოდებს სამართალდამცავებს, პატივი სცენ აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გალის მკვიდრის, საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაიას სიკვდილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს „მოძრაობა აფხაზეთისთვის“ ლიდერმა ნუკრი ნოდიამ და ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ.
ოკუპირებული აფხაზეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ ცნობით კი, 6 დეკემბერს კარბაია გალის ბაზრობასთან დააკავეს, რის შემდეგაც ის „მოიქცა ძალადობრივად და ცდილობდა თავის დაჭრას“. განყოფილებაში აცხადებენ, რომ ის “სამედიცინო ჩარევისთვის” რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს და “პროფილაქტიკური საუბრის შემდეგ” 7 დეკემბერს, დილით, გაათავისუფლეს. კომენტარში ნათქვამია, რომ კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც „გაუარესებული ჯანმრთელობის გამო“ ერთი დღით ადრე გადაიყვანეს გალის საავადმყოფოდან.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სააგენტო “აიაშარისთვის” მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 6 დეკემბერს “გალის რაიონის -ს განყოფილებში შევიდა სატელეფონო შეტყობინება”, რომ „გალის ბაზარში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვინმე მოქალაქე ავიწროებდა მოქალაქეებს და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ოპერატიულმა ჯგუფმა 30.08.1979 წელს დაბადებული, ტყვარჩელის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები ვიტალი ივანეს ძე კარბაია 16:30 საათზე მილიციის სამმართველოს მორიგე განყოფილებაში გადაიყვანა“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, კარბაიამ „გააგრძელა უცენზურო გამონათქვამები მილიციის თანამშრომლების მისამართით, მითითებებზე არ რეაგირებდა, პირადობის შემოწმებისა და განყოფილებში მიყვანის შესახებ ჩანაწერის შემდეგ, კარბაია ვ.ი. მოათავსეს გალის რაიონში შინაგან საქმეთა დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ის შლეგივით იქცეოდა და ცდილობდა თავის დაზიანებას, რასთან დაკავშირებითაც მოხდა მისი ტრანსპორტირება რაიონულ საავადმყოფოში მედიკამენტოზური ჩარევისთვის“.
მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, დილის 08:50 საათზე, „პროფილაქტიკური საუბრის შემდეგ კარბაია ვ.ი. გაშვებულ იქნა“, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს განცხადებაში.
„შემდგომში არსებული ინფორმაციით, მოქალაქე კარბაია ვ.ი. 2023 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა ქალაქ სოხუმის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში, სადაც წინა დღეს მიიყვანეს გალის სამედიცინო დაწესებულებიდან. გალის სამედიცინო დაწესებულებას კარბაიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიმართა”, – ნათქვამია ე.წ. შსს-ს ინფორმაციაში, რომლის თანახმად, კარბაიას “გარდაცვალების ფაქტს შესაბამისი სამსახურები იძიებენ“.
რადიო თავისუფლებისთვის საქართველოს შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით. მოითხოვს თუ არა ქართული მხარე ცხედრის ექსპერტიზას, ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადებით, “ეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ელემენტარული უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა”.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ “საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა, არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა. იქიდან გამომდინარე, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა, მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოკვლევის პროცესი“.