“ერთ-ერთ ბიჭს დასახმარებლად რომ გადავეფარეთ, პოლიციელმა გამომგლიჯა, გადამაგდო გვერდით და მეორემ რომ დაინახა…”

“10 ნოემბერს დილით დარბევა რომ მოხდა მოვყევი ალყაში და გავრბოდი ქაშვეთის მხარეს, რა დროსაც იქიდანაც წამოვიდა სპეცრაზმი და მოვყევი ჭყლეტაში. ერთ-ერთ ბიჭს დასახმარებლად რომ გადავეფარეთ, პოლიციელმა გამომგლიჯა, გადამაგდო გვერდით და მეორემ რომ დაინახა, ვიღაც მიუგდეს ფეხებთან – მაშინვე, ჩამარტყა ფეხი ფეხში, ზუსტად მუხლთან და შემდეგ გაისმა ხმა, “გოგოა, თავი დაანებეთ”. დავურეკეთ სასწრაფოს, პოლიციის თანამშრომლები ვინც იყვნენ მეტროში, მათ აიღეს ჩემგან ჩვენება, სადაც უნდოდათ ჩაეწერათ, რომ მე მცემა ვიღაც უცნობმა ადამიანმა, რაც იყო სიცრუე, ალბათ, 5-ჯერ გამიმეორეს, რაზეც ვეუბნებოდი, რომ “არა, ის იყო ნიღბიანი მამაკაცი, რომელსაც ფორმაზე ეწერა და ეკეთა ნიღაბი”. – თქვა მოქალაქე ქეთი ხაჭაპურიძემ მთავარ არხთან საუბრისას

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციასთან? მის ბრალეულობას ვერ ვხედავ – თუ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, რაჟდენ კუპრაშვილს როგორ უნდა დაენახა?