საქართველოსთან მატჩის შემდეგ საბერძნეთის ნაკრებიდან წასულმა პოიეტმა, ახალი სამსახური იპოვნა

სამხრეთ კორეის კლუბმა “ჯეონბუკ მოტორსმა” გვამცნო, რომ გუნდის ახალი მწვრთნელი ურუგვაელი გუსტავო პოიეტი გახდა, თუმცა შეთანხმების დეტალები არ გაუხმარებია.
57 წლის სპეციალისტის ბოლო სამსახური საბერძნეთის ნაკრები იყო, თუმცა თბილისში ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოსთან მარცხის შემდეგ უმუშევარი დარჩა.
“ჯეონბუკისთვის” გასული სეზონი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ძალიან ცუდი გახლდათ და გავარდნას ძლივს გადაურჩა. რაც შეეხება პოიეტს, სამხრეთ კორეაში წასვლამდე ის “ბორდოში”, “სანდერლენდში”, აეკსა და სხვა გუნდებში მუშაობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში