ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტეს შობას აღნიშნავს. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს მილიონობით მორწმუნე იზეიმებს. ქრისტეს დაბადებას დღეს ყველა იმ ეკლესიის წარმომადგენელი შეხვდება, ვინც ამ თარიღს გრიგორიანული კალენდრით ითვლის.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, იმედისა და ნდობის თემატიკით, 2025 წელი რომის პაპმა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში წმინდა კარის გახსნით დაიწყო. დაახლოებით 7 000 ადამიანი ადევნებდა თვალს წმინდა კარის გახსნას ბაზილიკის შიგნიდან. წმინდა კარი ითვლება „წმინდად“, რადგან ის მოუწოდებს ყველას, ვინც მასში შედის, გაიაროს „ცხოვრების სიწმინდეში“. პაპმა პრანცისკემ აღნიშნული კარი პირველად 2015 წელს გახსნა.
რომის პაპი 25 დეკემბერს რომს და მთელ მსოფლიოს ტრადიციული სიტყვით მიმართავს, რომელსაც „ურბი ეთ ორბი“ ეწოდება.
კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ერთად, ქრისტეს შობას მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი ნაწილიც ზეიმობს, მათ შორის კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის და ალექსანდრიის.
მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქი ბეთლემი, რომელიც ქრისტიანებს მიაჩნიათ, რომ იესო ქრისტეს დაბადების ადგილია, კიდევ ერთ შობას ომის ფონზე აღნიშნავს. ბეთლემში უკვე მეორე წელია, არ ჩანს სადღესასწაულო განათება და გიგანტური ხე, რომელიც ამშვენებდა მის ცენტრალურ მოედანს, ასევე არც ტურისტების ჯგუფები და არც ახალგაზრდული ბენდები, რომლებიც სხვაგვარად აღნიშნავენ ამ დღესასწაულს.
„წელს ჩვენ შევზღუდეთ ჩვენი სიხარული“, – განაცხადა ბეთლემის მერმა, ანტონ სალმანმა.
პირველი არხი