პიროტექნიკის შეზღუდვაზე კანონპროექტს დავაინიცირებთ, „ლელოსას“ მხარს არ დავუჭერთ –

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პიროტექნიკის გამოყენების მკაცრ შეზღუდვას ემხრობა, თუმცა ამ საკითხზე „ლელოს“ კანონპროექტს უმრავლესობას მხარს არ დაუჭერს.
მისი თქმით, პიროტექნიკის გამოყენების შეზღუდვაზე კანონპროექტს მმართველი პარტია თავად მოამზადებს და შესაძლოა პარლამენტში 2024 წლის თებერვალში შეიტანონ.
„მე ვიზიარებ პოზიციას, რომ პიროტექნიკის გამოყენება არის მკაცრად შესაზღუდი, მხარს დავუჭერდი ასეთ კანონის მიღებას და კოლეგებთან ერთად განვიხილავთ.„ლელო“ არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, მის არც ერთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ. რაც შეეხება თემას, ამაზე მე მაქვს ჩემი პოზიცია, ვიცი, რომ ჩემს თანაგუნდელებსაც აქვთ მსგავსი პოზიცია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელსაც მხარს დავუჭერთ. „ლელოს“ კანონპროექტის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ჩვენს გეგმებში არ შედის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილი და ოპოზიციონერი დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტში პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში მიმდინარე წლის მარტში შეიტანეს. თუმცა 9 თვეა პარლამენტს მისი განხილვა არ დაუწყია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”