ოზურგეთის საკრებულოში ხმაური იყო – ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უმრავლესობის წევრებს სხდომის დაწყებამდე ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს

ოზურგეთის საკრებულოში ხმაური იყო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უმრავლესობის წევრებს სხდომის დაწყებამდე ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. მათ ადგილზე თბილისში აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოები მიიტანეს. ოპოზიციის პერფორმანსს „ქართული ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა, რის გამოც ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
„იმის პარალელურად, როცა ათობით ადამიანი დაასახიჩრეს, სიკვდილამდე მიიყვანეს, ქუჩებში მოუწყვეს რეპრესიები, ამის ფონზე დღეს ოზურგეთის საკრებულო და ავთანდილ თალაკვაძე აქ, საბჭოურ დარბაზში შეიკრიბნენ და საკუთარ თავს ხელფასებს უზრდიან. 6-7-8 ათასი ლარი უნდა ჰქონდეთ მათ ხელფასი, რომ ხმა არ ამოიღონ და გაუმაგრონ ზურგი ამ ძალადობრივ რეჟიმს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თათია ნიკოლაშვილმა.
მოგვიანებით ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომაზე ფოტოებით შევიდნენ, რის გამოც დაპირისპირება უმრავლესობის წევრებთან სხდომის დარბაზში გაგრძელდა. ადგილზე პოლიცია გამოძახება გახდა საჭირო. სამართალდამცავებმა ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზიდან გაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მე უკვე ვიცხოვრე ასეთ ქვეყანაში, სადაც იყო მხოლოდ ერთი კარგი პარტია, მხოლოდ ერთი კარგი ტელევიზია, აკრძალული იყო აქციის გამართვა. მერე ნელ-ნელა მოვიპოვეთ ეს უფლებები. ვიბრძოლეთ, ვიშიმშილეთ… (ვიდეო)

ზვიად ქორიძე – ევროკავშირის სასწავლო პროცესის ციკლიდან გასვლა ნიშნავს, რომ საქართველო განათლების სივრცეშიც გამოქვაბულში აღმოჩნდება, სრულ განაკვეთზე პროფესორებისთვის ანაზღაურების გაზრდა კი მხოლოდ საცდურია, რომ კობახიძემ ვიღაც მიიტყუოს