რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 59 დრონი ჩამოაგდო

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 59 დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 59 უკრაინული დრონი გაანადგურა“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 26 დრონი ბელგოროდის ოლქის თავზე, 23 ვორონეჟის, 3 კურსკის, ბრიანსკისა და ტამბოვის და ერთი დრონი აზოვის ზღვის თავზე ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს – ის, რომ ელენე არაფერს ითხოვს, მხოლოდ მისი უპირატესობაა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, რომ ის მიიყვანოს ჯანმრთელობის უკიდურეს დაზიანებამდე