2024 წელს ყველაზე ძვირად გაყიდული 10 სახელმწიფო ქონება – რეიტინგი

2024 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 40-ზე მეტი სახელმწიფო ქონება გაყიდა.
მიმდინარე წელს ყველაზე ძვირად ღირებულ ქონებებს შორის #1 ადგილზეა თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე არსებული 65 402 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც დეველოპერულმა კომპანია შპს იონფაშ ჯორჯიამ 34.2 მილიონ ლარად შეიძინა.
მეორე ადგილზეა ასევე თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებული 3299 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, რომელიც 6.5 მილიონ ლარად „ტიბინი დეველოპმენტმა“ 6.5 მილიონ ლარად შეიძინა, მესამე ადგილზე მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლისში მდებარე 28050.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც შპს ნოვოლენდმა 3 035 000 ლარად იყიდა.