რუსებმა ხარკოვს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსებმა ხარკოვს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებსა და ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსულმა არმიამ, სულ მცირე, შვიდი დარტყმა განახორციელა. თავშესაფრებში დარჩით!“ – აცხადებს ოლეგ სინეგუბოვი.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის, რუსეთი დღეს დილიდან უკრაინაზე მასიურ სარაკეტო იერიშს ახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ