საკოორდინაციო შტაბი – რუსეთის ტყვეობაში, ომის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 184 უკრაინელი დაიღუპა

2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის ოქტომბრის ბოლომდე ში ს ტყვეობაში მოკლული 184 უკრაინელის ცხედარი დააბრუნეს, – ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა მედია ინიციატივა“ ომის ტყვეთა მიმართ მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტყვეობაში დაღუპულებს შორის 169 სამხედრო და 15 მშვიდობიანი მოქალაქეა.
„ადამიანის უფლებათა მედია ინიციატივაში“ აცხადებენ, რომ ტყვეობაში დაღუპული უკრაინელების რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტი იქნება. ორგანიზაციამ შეაგროვა მტკიცებულებები 122 უკრაინელი ჯარისკაცისგან, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდნენ. მათ ჩვენებებში საუბარია სისტემურ წამებაზე, გარე სამყაროსთან იზოლაციასა და ადეკვატური სამედიცინო დახმარების არარსებობაზე.
ამასთან, დაფიქსირდა არაადამიანური პირობებისა და ტყვეობის ადგილებში წამების გამო ტყვეების გარდაცვალების არაერთი შემთხვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე – თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!

გია ვოლსკი – თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა – არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა!