ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ თავდამსხმელ სამუელ ჩუკვუეზეს თამაში “მილანის” ხელმძღვანელობას არ აკმაყოფილებს და გაყიდვას უპირებენ.
25 წლის ნიგერიელის სამსახურით ინგლისის და საუდის არაბეთის კლუბები არიან დაინტერესებული, თუმცა ჯერ “მილანისთვის” ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.
მიმდინარე სეზონში ჩუკვუეზემ ყველა ტურნირზე “როსონერიში” 21 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, TransferMarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 18 მილიონი ევროა.