ვიყავი კვიპროსში და შევხვდი დავით კეზერაშვილს, პარტიულ ამბებზე არ მისაუბრია, ვისაუბრეთ პირად საკითხებზე – ირაკლი ეძგვერაძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ეძგვერაძე ადასტურებს, რომ კვიპროსში დავით კეზერაშვილს შეხვდა. გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ შეხვედრა გაიმართა მანამ, სანამ მას ამ თანამდებობაზე აირჩევდნენ.
“ვიყავი კვიპროსში და შევხვდი დავით კეზერაშვილს. მქონდა ბევრი საკითხი გასარკვევი, მქონდა კითხვები და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არის „ქართული ოცნებასთან“ ჩაბმული ბრძოლაში, შევხვდები და დაველაპარაკები. მქონდა ბევრი საკითხი გასარკვევი და მქონდა არაერთი კითხვა, მქონდა მასზე ბევრი ჭორი მოსმენილი, როგორც ცუდი, ისე – კარგი. ჩემთვის აუცილებელი იყო, რომ ეს ადამიანი მენახა. გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ჩემი დანიშვნა იყო მენეჯმენტის გადაწყვეტილება. ეს პოზიცია არის ბრძოლის ველზე 2024 წელს ძალიან საპასუხისმგებლო და არ მგონია, კომფორტი იყოს და რამე თანამდებობა იყოს ეს. პარტიულ ამბებზე კეზერაშვილთან არ მისაუბრია, ვისაუბრეთ პირად საკითხებზე. ამ პოზიციაზე დანიშვნამდე მე პარტიის თავმჯდომარეს შევხვდი და შემოთავაზება მანამდეც მქონდა,” – აცხადებს ირაკლი ეძგვერაძე.
ნიკა მელიას ფლანგის წევრები ამბობენ, რომ ეს პარტიაში არსებული არაფორმალური მმართველობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. მათვე განცხადებით, ოპოზიციურ პარტიაში გადაწყვეტილებებს სწორედ კეზერაშვილი და მერაბიშვილი იღებენ, რაც მათი მხრიდან პარტიის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია