სად იგეგმება ახალი საბაგიროების პროექტის განხორციელება?

2 კონკრეტული მიმართულებაა, სადაც შესაძლებელია ახალი საბაგირო პროექტის განხორციელება. ერთი არის ვაზისუბნის მიმართულება, მეორე თემქის ხევის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ თბილისის საკრებულოს სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კალაძემ განმარტა, ბიუჯეტის მიხედვით დაიგეგმება საბაგირო პროექტების განხორციელება.
„იცით, რომ კვლევა გვაქვს ჩატარებული, კვლევის შედეგად 2 კონკრეტული მიმართულება არის, სადაც შესაძლებელია ახალი საბაგირო პროექტის განხორციელება. ერთი არის ვაზისუბნის მიმართულება, მეორე თემქის ხევის მიმართულება, სადაც შესაძლებელია ახალი საბაგირო პროექტების განხორციელება. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი იქნება ბიუჯეტის მატება მომავალი წლის განმავლობაში, ამის მიხედვით დავიგეგმებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა კალაძემ.