აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია განახლდა.
პროტესტს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები უერთდებიან.
შეკრებილების თქმით, 27 დღეა აჭარის მთავრობის სახლთან პროტესტი მიმდინარეობს, მთავარი მოთხოვნით, რომ ხელახლა დაინიშნოს საპარლამენტო . აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ “ქვეყანას რუსული რეჟიმი” მართავს.
“სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ხედავთ, რომ არჩევნები გაყალბდა. ქვეყანა რუსული ჭაობისკენ მიდის, მაგრამ ჩვენი ვალია, ქვეყანა დავიცვათ და გავაგრძელოთ ევროპული სვლა”, – აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე მოწმე პოლიციელი – ერთ-ერთი გაქცევისას, როცა ფარს ვურტყამდით ხელკეტებს, რომ ისინი შეგვეშინებინა და უკან წასულიყვნენ, ქვა მესროლეს ფეხში, თაბაშირში მქონდა ორი კვირა – არ შემიმჩნევია, ვინ მესროლა