უკრაინამ ვრემოვსკის მიმართულებით რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვრემოვსკის მიმართულებით რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა გაანადგურა. ინფორმაციას ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფი “ტავრია” ავრცელებს.
“ამ დღეებში, ახალი კომარას მახლობლად ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს უკრაინელების ჯავშანტექნიკაზე და პოზიციებზე. ასეთ თავხედურ თავდასხმებს პერიოდულად ახორციელებენ, ამიტომ ჩვენ სამხედროებს ჰქონდათ დრო შესაბამისი სქემა ჩამოეყალიბათ”, – წერია “ტავრიას” ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ უკრაინელებმა თავდასხმის დროს გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები და გაანადგურეს როგორც ოკუპანტების ტექნიკა, ისე სამხედროებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ “როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ” და ევროპა ტრამპთან, პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებში უნდა იყოს წარმოდგენილი