ნიკოლოზ კახეთელიძე – სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული მასშტაბური პროექტი არ არის მხოლოდ ქუჩაში მოძრაობის მოწესრიგება, ეს ჩვენს ცნობიერებაში ახალი, ევროპული ფილოსოფიის შემოტანაა

თბილისის საკრებულოში, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც დედაქალაქის მერი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა, აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში განხორციელდა, სატრანსპორტო რეფორმაა.
მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული მასშტაბური პროექტი მხოლოდ ქუჩაში მოძრაობის მოწესრიგება არ არის, არამედ ჩვენს ცნობიერებაში ახალი, ევროპული ფილოსოფიის შემოტანაა.
„დედაქალაქის მთავრობის მიერ წარმოებული სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული მასშტაბური პროექტი არ არის მხოლოდ ქუჩაში მოძრაობის მოწესრიგება, ეს ჩვენს ცნობიერებაში ახალი, ევროპული ფილოსოფიის შემოტანაა. ფეხით მოსიარულე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ ქალაქში არავის ახსოვდა, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა“, – განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.
გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე თავის გამოსვლაში დაუსრულებელი მშენებლობების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ დაზარალებულ მოსახლეობას დღეს ზარალის ანაზღაურების და ნორმალურ პირობებში ცხოვრების რეალური იმედი გაუჩნდა.
„ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომლის განხორციელების ვალდებულებაც კახა კალაძეს არ ჰქონდა, მაგრამ ეს თანაზიარობის მომენტია. სწორედ ეს არის ევროპული მიდგომა ქალაქთანაც და ერთმანეთთანაც“,- განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს