მირტყამდნენ თავში, ერთ-ერთი მახრჩობდა – საბა სხვიტარიძე დაკავების დეტალებს სასამართლოში იხსენებს

სამოქალაქო აქტივისტი, საბა სხვიტარიძე, რომელსაც “ოცნების” სასამართლო უკვე მეორედ ასამართლებს, საკუთარ პროცესზე სიტყვით გამოვიდა.
ჩემი დაკავება მოხდა უმიზეზოდ, არც არავის განუმარტავს, რომ კანონს ვარღვევდი. პოლიციას არ გაუჟღერებია მოთხოვნა მაშინაც, როცა კორდონი დაიძრა, ჩვენ უკან მივდიოდით. მოშორებით ვიყავით პოლიციისგან, როცა ჩოჩქოლი ატყდა, იქითკენ წავედი, რომ გამეგო, რა ხდებოდა. ამ დროს, გამოვარდა ერთი პოლიციელი, დამეტაკა, ვერ ვხვდებოდი რატომ დამეტაკა, ჩანთა მესროლა და მერე რამდენიმე პოლიციელმა დამიჭირა და დაიწყეს ჩემი ცემა, რამდენიმე რობოკოპი თავში მირტყამდა. ვყვიროდი, რომ გამიშვით, ბოლოს ყელში მახრჩობდა. კადრებშიც კარგად ჩანს, ვიღაც ეხვეწება რომ გაუშვით – უკვე ვიგუდებოდი და ვითიშებოდი ამ დროს შემადგეს დაკავების მანქანაში. გაუგებარი იყო ჩემთვის რატომ დამიჭირეს, ასეთი აგრესია რამ გამოიწვია პოლიციაში ვერ მივხვდი აქციის მონაწილეები არ იყვნენ აგრესიულად განწყობილები”- თქვა მან.
სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით 5 დეკემბერს დააკავეს. სხვიტარიძეს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ეავებიან.
ადვოკატების თქმით, საბა სხვიტარიძეზე დაკავების შემდეგ ფიზიკურად იძალადეს. ნიღბიანების ჯგუფი დიღმის სამმართველოს შენობაში მას სასტიკი მეთოდებით გაუსწორდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გოჩა მირცხულავა: მიშას კომპლექსი… ალბათ უფრო სწორია ვთქვა – მიშათი დაკომპლექსებულები. ვინ არიან ისინი? პერსონიფიცირებას აზრი არ აქვს – მთლიანად ქართულ პოლოტიკურ სპექტრს აქვს მიშას კომპლექსი – განსაკუთრებით მისგან “ნაჩეკ” ლიდერებს