ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას 335 მილიონიანი შემოსავალი სახელმწიფო შესყიდვებიდან და შეწირულობები „ქართულ ოცნებას” – ინფორმაციას “გამჭვირვალობა საქართველო” ავრცელებს.
ირკვევა, რომ გიორგი ჭყონია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და “ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველია.
მისმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან, 2011-2023 წლებში შემოსავლის სახით 335,638,719 ლარი მიიღო.
ბიზნესმენი გიორგი ჭყონია (მარჯვნიდან პირველი) აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და ბიზნესმენებთან ერთად კუნძულ მალიორკაზე. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ვიზიტი, რომელშიც უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სწორედ ბათუმში მოქმედმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს. შემოსავლები სახელმწიფო შესყიდვებიდან Შპს „გზამ” 30 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან მიიღო 9,589,953 ლარი და მოგებული 95 ტენდერიდან 325,765,401 ლარი. ამ შემოსავლების 67% უკონკურენტოდ ან კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო. შპს „ბათუმი ცენტრალმა” (ყოფილი შპს „GEORGIA INN”) 10 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან მიიღო 17,430 ლარის შემოსავალი. შპს „შატო კვირიკემ” (ყოფილი შპს „აგროტექსერვისი ქობულეთი”) 220,286 ლარი მიიღო 36 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან და 45,649 ლარი 2 მოგებული ტენდერიდან, საიდანაც 1 ტენდერი მოიგო უკონკურენტოდ და 1 კონკურენტის დისკვალიფიკაციის შედეგად”- წერს TI.
კვლევა ვრცლად ნახეთ აქ
