აფხაზეთში მაინინგთან ბრძოლა გაძლიერდა – TASS

რუსულ გამოცემა “TASS-თან” ს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ, რომელიც ენერგოუსაფრთხოების შტაბს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ გააძლიერა ზომები ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების წინააღმდეგ საბრძოლველად, უსაფრთხოების ძალებს მიეწოდება უფრო ზუსტი მისამართები შესაძლო კრიპტო ფერმების ადგილსამყოფელზე.
“ჩვენი შტაბის მუშაობა გრძელდება, ჩვენ ვაძლიერებთ მუშაობას მაინინგთან საბრძოლველად, სამართალდამცავებსა და ელექტრიკოსებს გავაგზავნით უფრო ზუსტ მისამართებზე, რომელთა გარკვევაც მოვახერხეთ ინტერნეტ პროვაიდერებთან მუშაობისას. მანერებთან ბრძოლას ვაგრძელებთ იმის მიუხედავად, არის თუ არა ელექტროენერგია. გარდა ამისა, პირველი მოსმენით მიღებული იქნა კანონპროექტი მაინერების სრული აკრძალვის შესახებ, ვფიქრობ, ის მალე მეორე მოსმენითაც იქნება მიღებული,”- განაცხადა ბგანბამ.
დან ს დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის “ჰუმანიტარული მიწოდება დაიწყო”. ამის შესახებ რუსულ გამოცემა TASS-ს დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტროდან განუცხადეს.
“დღეს, მოსკოვის დროით 07:00 საათიდან, დაიწყო დან ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება”, – თქვა პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა, ჯანსუღ ნანბამ.
“ჩერნომორენერგოს” ინფორმაციით, ძალაში შევიდა პირველ ნოემბერს შემოღებული ელექტროენერგიის მიწოდების წინა გრაფიკი, ოთხსაათიანი შეზღუდვით – ორ-ორი საათი დღისით და ღამით.

21 დეკემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ “ახლა საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სახლებში სინათლისა და სითბოს დასაბრუნებლად”. ამასთან დაკავშირებით მან მიმართა რუსეთის ფედერაციას ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდების საკითხის გადაწყვეტის თხოვნით. მისი თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკას შესაძლოა ჰუმანიტარული კატასტროფა შეექმნას.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა