ჩვენს გასაკეთებელს აქ ვერც ტრამპი ვერ გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი – კალაძე

„ჩვენს გასაკეთებელს აქ ვერც [-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ] ტრამპი ვერ გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი .
მან 24 დეკემბერს ჟურნალისტებთან კომენტარში თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესი უნდა დაიცვას:
„ჩვენ რატომ დაგვიჭირა ხალხმა მხარი? იმიტომ რომ გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ტრამპი აირჩია ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობამ და ის, რა თქმა უნდა, გაატარებს ამერიკელი ხალხის ინტერესებს. ჩვენს გასაკეთებელს აქ ვერც ტრამპი ვერ გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი“, – უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.
გუშინ, 23 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ განაცხადა, რომ საქართველომ „ზედმეტი იმედები“ არ უნდა დაამყაროს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ს პრეზიდენტობის მეორე ვადაზე.
„ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდგომ პერიოდზე“, – თქვა მდინარაძემ.
აქამდე „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის მდინარაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი , ამბობდნენ, რომ 20 იანვრის, – ტრამპის ინაუგურაციის, – შემდეგ საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის დამოკიდებულება შეიცვლება.
მდინარაძემ განაცხადა, რომ „თუ [ტრამპი] შეძლებს, მთლიანად ამოძირკვოს და დაამარცხოს [არაფორმალური გავლენები/„დიპ სტეიტი“], შესაბამისად, ჩვენზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება. მაგრამ, სამწუხაროდ, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ, ბუნებრივია, ტურბულენტობა გაგრძელდება“.
ტერმინი „დიპ სტეიტი“ (Deep State – „ჩრდილოვანი სახელმწიფო“) ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტში პირველად პრემიერ-მინისტრმა მ გამოიყენა და ამით ჩაანაცვლა მანამდე გამოყენებული ტერმინი, „გლობალური ომის პარტია“.
საქართველოს მმართველი პარტიის მესვეურები შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუარესებას „გლობალური ომის პარტიას“ აბრალებენ და აცხადებდნენ, რომ 2025 წლის 20 იანვრიდან, – არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან, – შტატების მიდგომები შეიცვლებოდა.
ფორუმი