ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელ X-ში მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ეუთო/ოდირის მიერ არის ჩაწერილი 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო ს სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნაში.
„ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში. ხელისუფლებამ უნდა განიხილოს მოცემული რეკომენდაციები, ხოლო ადამიანის უფლებათა დარღვევაში ეჭვმიტანილი ადამიანები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. მე ასევე ხაზს ვუსვამ, რომ მუქარის შემცველი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიუღებელია“, – დაწერა ცაჰკნამ.

ასევე დაგაინტერესებთ

10-15 ახალგაზრდა ნაცი იყო მეტეხის ეკლესიასთან. მესანთლე ქალს ამოუტრიალეს გინებით ყველაფერი. ამ ქალს გამოესარჩლა ორი ბიჭი, გამოვარდნენ ნაცები და ტიტუშკები დაგვესხნენო. დავალება აქვთ, უსაზიზღრესად მოიქცნენ და ვინმე პროვოკაციაზე წამოაგონ, სხვა ახსნა არ აქვს!

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციათა უმრავლესობა მიზანმიმართულად არ დაესწრო ამ დებატებს და ამით თავიანთი ერთგვარი პროტესტი გამოხატეს, როგორც პიროვნულ, ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფო დონეზეც და ეს არის ძალიან ნიშანდობლივი