ნოემბერში საპენსიო სააგენტოს დაგენერიებულმა ჯამურმა ამონაგებმა 804.9 მლნ ლარს მიაღწია

ნოემბერში საპენსიო სააგენტოს დაგენერიებულმა ჯამურმა ამონაგებმა 804.9 მლნ ლარს მიაღწია,- აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, საპენსიო სააგენტოს ამონაგებზე დადებითი გავლენა იქონია ნოემბერში გლობალურ ბაზრებზე აქციების ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ (+9.2% წინა თვესთან შედარებით).
„ერთი მხრივ საქართველოში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები, მეორე მხრივ კი დაბალი ინფლაციის დონე, დადებით გავლენას ახდენს საპენსიო სააგენტოს რეალურ ამონაგებზე (ინფლაციის გათვალისწინებით).
პორტფელების მიხედვით ნოემბრის თვის ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება: კონსერვატიული პორტფელი: ნომინალური ამონაგები 1.91%-ია, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 2.16%, დაბალანსებული პორტფელი: ნომინალური ამონაგები 2.32%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 2.57%. დინამიკური პორტფელი: ნომინალური ამონაგები 2.49%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 2.74%“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”