კახა კალაძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ეუთო/ოდირის დასკვნის შეფასებაზე: ამ დასკვნის მიხედვით პირდაპირ, თეთრზე შავით წერია, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული

კახა კალაძე ს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ეუთო/ოდირის დასკვნის შეფასებაზე: ამ დასკვნის მიხედვით პირდაპირ, თეთრზე შავით წერია, რომ იყო მრავალპარტიული
„რაც შეეხება ეუთო/იდირის დასკვნას, პირდაპირ, თეთრზე შავით წერია, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, გაეკეთებინა არჩევანი, პროცესი მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, მ მედიასთან საუბრისას, როდესაც მას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის მიხედვით საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს.
თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, ორმხრივად ითანამშრომლოს ეუთო/ოდირის მხრიდან მოწოდებული რეკომენდაციების შესასრულებლად.
„არაფერი განსხვავებული, რაც იყო შუალედური დასკვნა, რაც იყო გაკეთებული განცხადებები არჩევნების შემდეგ. რეკომენდაციები რაც არის მოწოდებული, აქ საუბარია იმაზე, რომ ეუთო/ოდირი აპირებს თანამშრომლობას არჩეულ ხელისუფლებასთან და ამავდროულად, ჩვენც გამოვთქვამთ მზაობას ვითანამშრომლოთ და თუ კი რაიმე გასაუმჯობესებელია, ამ მიმართულებით მზად ვართ, ვიმუშავოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თვითდაზიანება პოლიტიკაშიც, ისევე, როგორც ციხეში, არის მიღებული პრაქტიკა, მათ შორის, შიმშილობის და სხვადასხვა ფორმით. მათ (ოპოზიციის წარმომადგენლებმა) თვითდაზიანების კიდევ ერთი ფორმა აირჩიეს – ეს არის თვითდაპატიმრება

ფონდმა „ქართუმ“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ფოთის ახალგაზრდული ცენტრი აღადგინა და მას ავთენტურობა სრულად შეუნარჩუნდა. პროექტის ღირებულებამ 2 559 000 ლარი შეადგინა