El Pais: ს საზღვარგარეთ უკრაინელი მამაკაცებისთვის საკონსულო მომსახურებისა და დევნილების შემწეობის შეჩერება სურს

უკრაინის ხელისუფლებას სურს, რომ საზღვარგარეთ არსებულმა მისმა საკონსულოებმა უკრაინელი მამაკაცებისთვის მომსახურება და დევნილების შემწეობის გაცემა შეაჩერონ. ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
ამით უკრაინის ხელისუფლებას ომში გასაწვევი მამაკაცების სამშობლოში დაბრუნება უნდა. მედიის თანახმად, ომის დაწყების დღიდან ექვსიდან ათამდე მილიონმა უკრაინელმა დატოვა.
ამ ამოცანის შესასრულებლად უკრაინაში სპეციალურად ეროვნული ერთიანობის სამინისტრო შეიქმნა და პარლამენტში პირველი მოსმენით ორმაგი მოქალაქეობის აღიარების კანონიც კი იქნა მიღებული.
რაზუმკოვის ცენტრის სოციოლოგი ოლგა პიშჩულინა ამბობს, რომ ადამიანების დაბრუნება გარკვეული პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული, რომელთა ნაწილის განხორციელებაც ახლა შეუძლებელია. ეს ეხება უსაფრთხოების საკითხებს, ვინაიდან ომი ახლაც გრძელდება, ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშის ხმა ისმის, რაც გარკვეულ რისკებს შეიცავს.
„საჭიროა აგრეთვე სტაბილური სიტუაცია ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობებით. ის, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, ხარისხიან განათლების სისტემასა და ჯანდაცვას ელოდება“, – ამბობს პიშჩულინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა გიორგობიანი: ლიბერალური ინტერნაციონალის ხელწერა ასეთია: შესაძლოა პარტია რეიტინგით ან არჩევნების შედეგებით უსწრებდეს სხვებს, მაგრამ ბრიუსელიდან მართული პარტიები ერთიანობაში მეტ პროცენტს აგროვებენ, იგივე სქემის დანერგვა სურდათ ჩვენთან

დედაქალაქის ბიუჯეტი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, გაცდა 2 მილიარდ ლარს. ეს იძლევა შესაძლებლობას, განვახორციელოთ რაც შეიძლება მეტი მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის საჭირო და საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტი