რა მოვიმოქმედოთ ახალი წლის ღამეს იმისთვის, რომ მომავალი წელი ფინანსურად მომგებიანი იყოს? – მიხეილ ცაგარელის რჩევები

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალურია საკითხი, თუ რა რიტუალები უნდა ჩავატაროთ იმისთვის, რომ მომავალი წელი ფინანსურად მომგებიანი იყოს – სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა ჟურნალ „სარკესთან“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა.
„ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის, აიღეთ 3 ცალი რკინის ერთლარიანი მონეტა და თითოეულს თითო სურვილი ჩაუთქვით. შემდეგ ეს მონეტები გველის სიმბოლური მონეტის გვერდით დადეთ და დილამდე დატოვეთ. გვერდით მიუდგით რაიმე ხის ნაკეთობა და ერთი ჭიქა წყალი. მეორე დღეს მონეტები მოათავსეთ საფულეში ან ყულაბაში – მათი დახარჯვა უმჯობესია წლის მეორე ნახევარში, ივლისიდან.
ეს რიტუალი შესაძლებელია 29 იანვარსაც გაიმეოროთ. ასევე ბარაქისთვის, ახალი წლის დადგომის შემდეგ, გაჭერით გოგრა, ამოაცალეთ თესლი და მიმოაბნიეთ სამზარეულოში, როგორც სიუხვის სიმბოლო. დატოვეთ დილამდე. გოგრა შეგიძლიათ საკვებად გამოიყენოთ, ხოლო მისი თესლი დილით აკრიფეთ, შეინახეთ 2026 წლამდე და პირველივე ახალმთვარეობაზე ჩაყარეთ ყვავილის ქოთანში, ან რომელიმე მცენარის, ან ხის ძირში“ – განაცხადა ცაგარელმა „სარკესთან“ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)