სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სხდომაზე, მას შემდეგ, რაც მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულიყო.
ადვოკატის თქმით, იმ პირობებში, როცა სააკაშვილს უკვე თავისუფლება აღკვეთილი აქვს, მის მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არის.
ბასილაიას განმარტებით, მტკიცებულებათა გამოკვლევა ამოწურულია, სასამართლო დასკვნითი სიტყვის ეტაპზეა, შესაბამისად, აღკვეთად პატიმრობის გამოყენების საფუძვლები ბუნებაში აღარ არსებობს.
სახელმწიფო ბრალდება აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც პროკურორმა განმარტა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას რამდენიმე საფრთხე დაედო საფუძვლად და მისი საფუძველი მხოლოდ მტკიცებულების განადგურება არ ყოფილა.
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას განმარტებით, ახალი დანაშაულისა და მიმალვის საფრთხეები კვლავ არსებობს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს