ვიქტორ ორბანი – რუსეთსა და უკრაინას შორის ომი 2025 წელს ან სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, ან ერთ-ერთი მეომარი მხარის განადგურებით დასრულდება

რუსეთსა და უკრაინას შორის ომი 2025 წელს ან სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, ან ერთ-ერთი მეომარი მხარის განადგურებით დასრულდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გაზეთ Magyar Nemzet-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რა მოხდება, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი 2025 წელს არ დამთავრდება, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უპასუხა, რომ ომი 2025 წელს დასრულდება.
„ომი 2025 წელს დასრულდება. იგი ან სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, ან ერთ-ერთი მეომარი მხარის განადგურებით დასრულდება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომზე ევროპამ და აშშ-მ 300 მილიარდი ევრო დახარჯეს.
„ამ ფულის ევროპაში ცხოვრების დონის სწრაფი ზრდისთვის გამოყენება შეიძლებოდა. შეგვეძლო მთელი ბალკანეთი ევროპის განვითარების დონემდე მიგვეყვანა. მიგრაციის შეზღუდვა შეგვეძლო, ევროპის სრულიად ახალი თავდაცვის სისტემის შექმნა შეგვეძლო“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ ეხმაურება მამა ექვთიმე ზაალ ლატარიას განცხადებას, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს – “ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს”

ხატია დეკანოიძე: ორი კვირაზე მეტი გავიდა შანიძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან… საკმარისი მტკიცებულებები დაგროვდა იმისთვის, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპასუხონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს