“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურმა მცველმა ჰარი მაგუაიერმა შესაძლოა, კარიერა “ნაპოლიში” გააგრძელოს, ამის შესახებ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გარდაუვალია, რომ 31 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლოს “წითელ ეშმაკებს” დატოვებს, ანტონიო კონტეს კი ინგლისელის საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა სურს.
გამოცდილ მოთამაშეს “მანკუნიანელებთან” კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება და მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე არ საუბრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰარი “პარტენოპეის” უფასოდ შეუერთდება.
გამოცემის ინფორმაციით, მაგუაიერის დამატებით თურქული კლუბებიც ინტერესდებიან, მაგრამ მაგუაიერს ტოპ ჩემპიონატში თამაში სურს.
შეგახსენებთ, “იუნაიტედმა” ინგლისელი 2019 წელს, 80 მილიონი ევროს
სანაცვლოდ დაიმატა.