გურამ მაჭარაშვილი – ერთადერთი, რაც ზურაბიშვილმა შეიძლება გააკეთოს, ეს არის კონსულტაციები, როგორ უნდა გამოვიდეს სასახლიდან და პოლიტიკური პანაშვიდები მიიღოს, რადგან შაბათ-კვირას მისი პოლიტიკური გამოსვენება იქნება

ერთადერთი, რაც ზურაბიშვილმა საქართველოში შეიძლება გააკეთოს, ეს არის კონსულტაციები, როგორ უნდა გამოვიდეს სასახლიდან და პოლიტიკური პანაშვიდები მიიღოს, რადგან შაბათ-კვირას მისი პოლიტიკური გამოსვენება იქნება ყველა შემთხვევაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატი ახალი არჩევნების მომზადება იქნება“.
მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი ინიციატივით არჩევნების დანიშვნის უფლება არ აქვს და თუ ამის შესახებ რაიმე ბრძანებულებას გამოსცემს, ეს მხოლოდ “ფარატინა ქაღალდი“ იქნება.
„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლება საკუთარი ინიციატივით დანიშნოს. ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც პარლამენტი ვერ ირჩევს მთავრობას ორჯერ, სხვა შემთხვევაში, მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების დროს ფორმალურად ნიშნავს არჩევნებს, ან იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით. ამ სამი შემთხვევიდან არცერთი არ არის. შესაბამისად, წერილებს თუ დაწერს ზურაბიშვილი, ეს მისი საქმეა, ხოლო მის არცერთ ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არ ექნება.
რაც შეეხება ე.წ. საბჭოებს თუ კონსულტაციებს, ერთადერთი, რაც ზურაბიშვილმა საქართველოში შეიძლება გააკეთოს, ეს არის კონსულტაციები, როგორ უნდა გამოვიდეს სასახლიდან და პოლიტიკური პანაშვიდები მიიღოს, რადგან შაბათ-კვირას მისი პოლიტიკური გამოსვენება იქნება ყველა შემთხვევაში,. თვითონაც ხომ იცის?! სავარაუდოდ, ამ ცერემონიაზე ექნება ამ ე.წ. საბჭოს საუბარი.
ზურაბიშვილს არაერთხელ გაუკეთებია არაკონსტიტუციური განცხადება, ქმედებებიც ჩაუდენია კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით და ისეთი სულელური ნაბიჯები გადაუდგამს, საკონსტიტუციო სარჩელიც შეუტანია, თუმცა აღმოჩენილა, რომ არასწორია. მან რომ ბრძანებულება გამოსცეს იმის თაობაზე, რომ დაინიშნოს, ფარატინა ქაღალდი იქნება. კონსტიტუცია ამბობს, როდის ინიშნება არჩევნები. ზურაბიშვილი რომ ამბობს, რომ 29 დეკემბრამდე უნდა მოხდეს კონსულტაციები და არჩევნების დანიშვნა, რატომ? იმიტომ, რომ 29 დეკემბერს პრეზიდენტი აღარ იქნება და ეს მანაც კარგად იცის. აღიარებს, რომ მისი უფლებამოსილება 29 დეკემბერს სრულდება“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, მზადდება დოკუმენტიც, რომელშიც არჩევნების ძალიან მალე ჩატარებისთვის მინიმალური პირობები იქნება წარმოდგენილი.
ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი არჩევნებისთვის ალბათ, „გამოჩნდებიან ახალი ძალებიც და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად“.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს