ამორალური და ამაზრზენი მოწოდებები კეთდება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენი მოწოდება იქნება, რომ ცოტა სერიოზულად შეხედონ სახელმწიფოებრივ საკითხებს – ლევან მაჭავარიანი

ამორალური და ამაზრზენი მოწოდებები კეთდება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენი მოწოდება იქნება, რომ ცოტა სერიოზულად შეხედონ სახელმწიფოებრივ საკითხებს – ლევან მაჭავარიანი
ამორალური და ამაზრზენი მოწოდებები კეთდება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. უმრავლესობის დეპუტატი ოპონენტებს მოუწოდებს, რომ სახელმწიფოებრივ საკითხებს მეტი სერიოზულობით მოეკიდონ.
„იქ ვაშაძის განცხადებას გავიხსენებდი, შვილებს რომ მოუწოდა, მშობლებს გამარჯობა არ უთხრათო, ს მოწოდება, რომ პოლიტიკა სკოლებში შევიტანოთ და იქნებ, რამენაირად არასრულწლოვანები გამოვიყვანოთ აქციებზეო, ახლა ბატონი ხაზარაძის მოწოდება ჯართან მიმართებით, რომ არ დაემორჩილოთ ახალ პრეზიდენტსო და თქვენთვის პრეზიდენტი ისევ იყოსო. ჩვენი მოწოდება იქნება, რომ ცოტა სერიოზულად შეხედონ სახელმწიფოებრივ საკითხებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს მსგავსმა სახელმწიფოებმა თავი უნდა დაიცვან საგარეო ჩარევისგან, ეს არ არის მარტივი. ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიერ ზეწოლა დიდია და ეს სწორედ სამხრეთ კავკასიის გეოგრაფიიდან მომდინარეობს – ჯეფრი საქსი

ჩვენ ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ