პეტრ პაველი: მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას ამ რთულ ვითარებაში

გასულ პარასკევს, ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში ოქტომბრის ს შესახებ, რასაც პრეზიდენტ ს მოწოდება მოჰყვა, რომ განხილულიყო ბილოდროინდელი მოვლენები. მან მაცნობა არა მხოლოდ ოქტომბრის არჩევნების სხვადასხვა ხარვეზებზე, რომლებიც ანგარიშშიც ხაზგასმულია, არამედ მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც საქართველოს რუსეთთან სულ უფრო მეტად აახლოებს. მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტის ძალისხმევას ამ რთულ ვითარებაში, ისევე როგორც – საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის.