შერწყმა – შთანთქმის (M&A) გლობალური ბაზრის მოცულობა $3 ტრილიონს გადააჭარბებს. ამასთან, ექსპერტები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს 2025 წელს მსხვილი ტრანზაქციების ზრდას ელოდებიან – წერს Financial Times.
ლონდონის საფონდო ბირჟის (LSE) მონაცემებით, M&A ბაზარი 2024 წელს 11%-ით გაიზარდა. 2023 წელს მისი მოცულობა $3 ტრილიონზე დაბლა დაეცა – პირველად ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.
ეგრეთ წოდებული მეგა-გარიგებების (5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების) ღირებულება მიმდინარე წლის დასაწყისიდან 19%-ით გაიზარდა. სწორედ ამის გამო გაიზარდა M&A-ების საერთო მოცულობა, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობა შემცირდა 20%-ით – მინიმუმამდე ცხრა წლის განმავლობაში.
მიმდინარე წელს გახმაურებული გარიგებები მოიცავდა Mars-ის მიერ ამერიკული კომპანიის Kellanova-ს შეძენას, რომელიც აწარმოებს Pringles ჩიპებს, 35,9 მილიარდ დოლარად, ასევე Capital One Financial-ის მიერ კონკურენტი Discover Financial Services-ის შეძენა 35,3 მილიარდ დოლარად.
ზოგიერთი ექსპერტი იმედოვნებს, რომ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში ნიშნავს მარეგულირებლების მხრიდან მსხვილ შერწყმის საკითხებზე ნაკლებ კონტროლს, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს მარეგულირებლების სკეპტიკური პოზიციის შემდეგ.
„მოსალოდნელია, რომ მარეგულირებელი გარემო ნაკლებად დამღლელი იქნება“, – თქვა ანუ აიენგარმა, JJPMorgan Chase-ის საკონსულტაციო და M&A დეპარტამენტის გლობალურმა ხელმძღვანელმა
„ბევრი ნიშანია იმისა, რომ 2025 წელი წარმატებული იქნება“ – თქვა ტონი კიმმა, საინვესტიციო ბანკინგის თანაპრეზიდენტმა Centerview Partners-ში.
მიუხედავად იმისა, რომ M&A აქტივობა შენელდა ბოლო სამ თვეში მესამე კვარტალთან შედარებით, ნოემბერში აშშ-ს არჩევნებს მოჰყვა გარიგებების ბუმი.
interfax
