ოლექსი დანილოვი – უკრაინის კონტრშეტევის იმედები არ გამართლდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ჩვენს მხარეს არ იქნება – ბრძოლის ველზე ყოველთვის ფრიადოსანი ვერ იქნები

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევამ მოლოდინი არ გაამართლა.
დანილოვმა BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კონტრშეტევაში წარუმატებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ომს წააგებს.
„მაისში ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქეს სურდა ომის სწრაფად დასრულება. იმედები იყო, მაგრამ არ გამართლდა. ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ჩვენს მხარეს არ იქნება. ის, რომ ორი წელია ჩვენს ქვეყანას ვიცავთ, უკვე დიდი გამარჯვებაა“, – აღნიშნა დანილოვმა.
მისი თქმით, ბრძოლის ველზე ყოველთვის ფრიადოსანი ვერ იქნები, როდესაც მდგომარეობა რთულია.
„ადამიანები ხანდახან შეცდომებს უშვებენ, მთელი ცხოვრება ფრიადოსანი ვერ იქნები. ფრონტზე მდგომარეობა ძალიან რთულია, ომის ძველი სახელმძღვანელოების, მათ შორის ნატო-ს, არქივში დაბრუნებაა საჭირო. ასეთი ომი, როგორიც ახლა ჩვენს ქვეყანაშია, არც მე-20 და არც 21-ე საუკუნეში არ ყოფილა“, – აღნიშნა დანილოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”