პოლონეთის პრეზიდენტი: ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად გამოსავალია არსებული კრიზისიდან

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ახალი ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დუდა წერს, რომ იგი საქართველოს პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა.
“საქართველოში არსებულ ვითარებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვესაუბრე. კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ურყევი მხარდაჭერა მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი. მათ ერთიანი ევროპისკენ სვლის ხელშეუვალი უფლება აქვთ. ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან”, – წერს ანჯეი დუდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია ტაქსის მძღოლს აკავებს, განმარტებას აკეთებს – როგორც უწყებაში აცხადებენ, მამაკაცი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი

შსს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია ტაქსის მძღოლს აკავებს, განცხადებას ავრცელებს – უწყების განმარტებით, მამაკაცი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი