გამოკითხვით, უკრაინელების თითქმის ნახევარი თანახმაა ნატოში შესვლაზე ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე

გამოკითხვის შედეგების თანახმად, უკრაინელების 47% მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის ნატოში შესვლას, თუ უკრაინის ტერიტორიების ნაწილი ს მიერ დარჩება ოკუპირებული.
გამოკითხვა ჩაატარა ილკო კუჩერივის სახელობის ფონდმა, “დემოკრატიული ინიციატივები”, რაზუმკოვის ცენტრის სოციოლოგიურ სამსახურთან ერთად, 2024 წლის 29 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, იტყობინება “ევროპეისკაია პრავდა”.
2024 წლის დეკემბერში, რესპონდენტთა 47%-მა დადებითად უპასუხა შეკითხვას უკრაინის ნატოში შესვლის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული დარჩება. ეს 14 საპროცენტო პუნქტით მეტია 2023 წლის ივნისთან შედარებით.
გამოკითხულთა 36% ნატოში შესვლას მხარს არ დაუჭერს, თუ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული იქნება. ეს მონაცემეი 16 საპროცენტო პუნქტით ნაკლებია, ვიდრე 2023 წლის ივნისში.
უფრო ხშირად, ნატოში შესვლას – იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული დარჩება – არ ემხრობიან გამოკითხულები, რომელთა ასაკი 50 და მეტი წელია (40%), ასევე ისინი, ვინც რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ცხოვრობდნენ დასავლეთ (36%), ცენტრალურ (38%), სამხრეთ (48%) რაიონებში და ისინი, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ (46%), ასევე უკრაინის მოქალაქეები, რომელთაც არ ჰყავთ ახლობლები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე (42%).
გამოკითხულთა 55%-ის აზრით, უკრაინისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო ვარიანტი – ნატოში შესვლაა.
საერთაშორისო გარანტიებით ნეიტრალური სტატუსის მიღებას ემხრობა გამოკითხულების 12 %.