Associated Press – ჯო ბაიდენმა 40 სიკვდილმისჯილიდან 37-ს განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა

ჯო ბაიდენმა 40 სიკვდილმისჯილიდან 37-ს სიკვდილის განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩემი კარიერა ძალადობრივი დანაშაულის შემცირებასა და სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფას მივუძღვენი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მისი თქმით, ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯა უნდა დასრულდეს.
„სუფთა სინდისით, არ შემიძლია განზე გავდგე და ახალ ადმინისტრაციას ნება მივცე სიკვდილით დასჯა განაახლოს, რომელიც მე შევაჩერე“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენმა ფედერალურ დონეზე სიკვდილმისჯილ სამ პატიმარს, კერძოდ „სიძულვილით მოტივირებული მასობრივი მკვლელობების“ ჩამდენ სამ პირს, მათ შორის, 2013 წელს ბოსტონის მარათონზე ტერაქტის მოწყობაში მსჯავრდებულს, ჯოხარ ცარნაევს, ჩარლსტონში აფრიკულ მეთოდისტურ საეპისკოპოსო ეკლესიაში რასობრივი მოტივით 9 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებულს, დილან რუფსა და 2018 წელს პიტსბურგის სინაგოგაში სროლის შედეგად 11 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებულს, რობერტ ბაუერსს განაჩენი არ შეუცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო – არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

კობახიძე: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია

შალვა პაპუაშვილი – არის სურვილი, უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან – ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში