შვეიცარიამ სანქციები რუსეთის და ბელარუსის 54 მოქალაქეს და 30 იურიდიულ პირს დაუწესა

შვეიცარიამ ევროკავშირის უახლესი სანქციების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ბლოკმა რუსეთსა და ბელარუსს დაუწესა. განცხადება ამის შესახებ ბერნმა 23 დეკემბერს გაავრცელა.
ერთი კვირის წინ ბრიუსელის მიერ დაწესებული სანქციების სამიზნე ძირითადად მოსკოვის გემები და ჩინური სუბიექტები იყო, რომლებიც ს შეიარაღებულ ძალებთან ვაჭრობაში იყვნენ ჩართულები.
შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, 54 პირს და 30 კომპანიას თუ ორგანიზაციას, 24 დეკემბერს აქტივები გაეყინება. მათ შვეიცარიაში შესვლაც ეკრძალებათ. ამავდროულად, იკრძალება მომსახურების მიწოდება 52 გემისთვის.
„ძირითადად ეს ის ტანკერებია, რომლებიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ ან გადააქვთ სამხედრო დანიშნულების საქონელი რუსეთისთვის, ასევე უკრაინიდან მოპარული მარცვლეული“, – ნათქვამია შვეიცარიის მთავრობის განცხადებაში.
ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად, შვეიცარიამაც ბელარუსის 26 მოქალაქესა და 2 ორგანიზაციას ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა 26 მაისზე – ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“