რუსულმა ძალებმა კუპიანსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც მოხუცი ქალი დაიღუპა და კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს, ქალაქ კუპიანსკში მტრის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, 73 წლის მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“, – წერს სინეგუბოვი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, კიდევ ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ჭრილობები მიიღო და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
რუსული ძალების თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო