თინა ბოკუჩავა – „ქართული ოცნება“ იტყუება – გაფართოების საკითხი პაკეტში განიხილება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კონსენსუსის მიღწევაში ბზარები არსებობს, დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ევროკავშირი გადალახავს

„ქართული ოცნება” იტყუება – ყველა საერთაშორისო პარტნიორი საუბრობს იმაზე, რომ ჩვენი ბედი გადაჯაჭვულია უკრაინასა და მოლდოვაზე, გაფართოების საკითხი ევროკავშირში პაკეტში განიხილება,- ამის შესახებ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბოკუჩავა იმედს გამოთქვამს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ევროკავშირი დადებითი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს.
„ქართული ოცნება” მორიგ ჯერზე იტყუება, ატყუებს საკუთარ ამომრჩეველსაც, ყველა საერთაშორისო პარტნიორი საუბრობს იმაზე, რომ ეს არის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენი ბედი გადაჯაჭვულია უკრაინასა და მოლდოვაზე, გაფართოების საკითხი ევროკავშირში განიხილება ერთგვარად პაკეტში, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსენსუსის მიღწევაში გამოწვევები და ბზარები არსებობს, ამას ევროკავშირი გადალახავს და გადაწყვეტილება დადებითი იქნება.
იმედი მაქვს, ივანიშვილის რეჟიმის მიზანმიმართული საბოტაჟის მიუხედავად საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, როგორც წესი, ევროკომისიის რეკომენდაციას მიყვება ხოლმე ევროპის საბჭოს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა, იცით, რომ არის სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევები და დისკუსიები. რთულია კონსენსუსის მიღწევა, მაგრამ იმედი მაქვს, ქართველი ხალხის ძალისხმევით და დამსახურებით საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება დადებითი და ქვეყანა გადალახავს მნიშვნელოვან ეტაპს წარმატებით. მოლაპარაკების გახსნა კი იქნება ის ეტაპი, რომელიც კოალიციურმა დასავლურმა მთავრობამ უნდა აიღოს (საკუთარ თავზე)“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო