ბათუმში აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის, წერეთლის და ბარათაშვილის ქუჩები გადაკეტეს

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის, წერეთლის და ბარათაშვილის ქუჩები პროტესტის ნიშნად გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები სიმბოლურად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ასრულებენ.
ასევე, ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ გარეთ გამოვიდნენ და პროევროპულ აქციას შეუერთდნენ. პერიოდულად ისმის შეძახილები “არა რუსულ მთავრობას”.
“მსვლელობები, მარში და პროტესტი იქნება უწყვეტი, ვიდრე “რუსული ოცნება” ჩვენს გზავნილს არ გაიგებს. მშვიდობიან პროტესტი გვაქვს: პროვოკაციები, ძალადობა, შანტაჟი და მუქარა არის რუსული ხელწერა. “ქართული ოცნება” არის მოძალადე მთავრობა, რომელსაც არ სურს, ქვეყანა წაიყვანოს დასავლური კურსისკენ”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ტოტალურ კორუფციაში არიან, რეჟიმმა უკვე წააგო, მისი დღეები დათვლილია, კიდევ ცოტა გავუძლოთ – არ დავუთმოთ რუსებს, თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულს

თამარ ჩერგოლეიშვილი – ერთადერთი, რაც გვჭირდება, რომ რეჟიმი ბოლომდე მოვგუდოთ პოლიტიკურად, არის უკეთესი ორგანიზება, ამიტომ ვინც პროტესტს გულშემატკივრობთ, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე