ტედროს ადანომ გებრეისუსი – ღრმად შეშფოთებული ვართ ღაზაში ჯანდაცვის მუშაკების ხანგრძლივი დაკავებით

ღრმად შეშფოთებული ვართ ღაზაში ჯანდაცვის მუშაკების ხანგრძლივი დაკავებით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ღაზაში ჯანდაცვის მუშაკების ხანგრძლივი შემოწმებით და დაკავებით, რაც პაციენტების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
გებრეისუსის ცნობით, სამედიცინო პერსონალის დიდი ხნით დაყოვნების შედეგად, ერთ-ერთი პაციენტი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.
„ჯანდაცვის ერთ-ერთი მუშაკი რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და მას ავიწროებდნენ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო