ლევან მგალობლიშვილი – აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად გამჭვირვალე და დევნილთა საჭიროებებზე ორიენტირებული იქნება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული გეგმები განიხილეს.
„მთავრობის სხდომის ფორმატში, დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან მომავალი წლის გეგმებზე ვიმსჯელეთ. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ 2025 წელს აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ორიენტირებული იყოს დევნილთა საჭიროებებზე. განხორციელებული სამუშაოების შესაბამისად კი, წლის ბოლოს გვქონდეს ხელშესახები შედეგები“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე