დიმიტრი ცქიტიშვილი – თუ 29 დეკემბრამდე “ქართული ოცნება” ვერ მოიფიქრებს და კეთილგონიერებას ვერ გამოიჩენს, ვფიქრობ, ძალიან გაურთულდებათ სიტუაცია

თუ 29 დეკემბრამდე “ქართული ოცნება” ვერ მოიფიქრებს და კეთილგონიერებას ვერ გამოიჩენს, მე ვფიქრობ, ძალიან გაურთულდებათ სიტუაცია , – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა დიმიტრი ცქიტიშვილმა მედიასთან განაცხადა.
ცქიტიშვილის თქმით, ოპოზიციური გაერთიანებების დღევანდელი შეხვედრა სწორედ ახალი ს საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა და რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა.
„თუ 29-მდე არ დაინიშნა შეხვედრა, ეს კიდევ უფრო ამწვავებს ქვეყანაში კრიზისს და, ბუნებრივია, კიდევ უფრო მწვავე იქნება შედეგები ქვეყნისთვის და, სავარაუდოდ, “ქართული ოცნებისთვისაც”, ამიტომ, მე ვეთანხმები, რომ შესაძლებელია, მართლა ჩამოიშალოს ის იმიტომ, რომ წნეხი დიდია ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ.
თუ 29 დეკემბრამდე “ქართული ოცნება” ვერ მოიფიქრებს და კეთილგონიერებას ვერ გამოიჩენს, მე ვფიქრობ, ძალიან გაურთულდებათ სიტუაცია.
დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემაც ეს იყო, როგორი უნდა იყოს ის არჩევნები, რომელიც უნდა დაინიშნოს იმისთვის, რომ იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე, რომ აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს. ამაზე მიდის მსჯელობა რამდენიმე მიმართულებით. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ახალი არჩევნების პირობებში გაყალბება და შედეგების მოპარვა”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად