საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოსაჩენად რეგიონთა ნაკრებების ტურნირი ჩატარდა.
ტურნირში 2010 წელს დაბადებული ფეხბურთელები იღებდნენ მონაწილეობას. გათამაშებაში ჩართული იყო 13 რეგიონის ნაკრები, ფინალურ ეტაპზე კი, რომელიც სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა, ოთხი გუნდი მონაწილეობდა – დასავლეთის, აღმოსავლეთის და თბილისის ორი ნაკრები.
ტურნირის გამარჯვებული თბილისის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში დასავლეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. მესამე ადგილზე აღმოსავლეთის ნაკრები გავიდა, რომელმაც ასევე 11-მეტრიანების სერიაში გაიმარჯვა.
ტურნირის ფარგლებში შერჩეული ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში ჩაირიცხებიან.
GFF.GE