“თეგეტას” დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები „აუცილებლად გადაიდგმება”

„აუცილებლად გადაიდგმება“ – ასე პასუხობს „ ჰოლდინგის“ დამფუძნებელი BM.GE-ს კითხვას – აქვს თუ არა ბიზნესმენს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ იმედი, რომ დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.
თემურ კოხოძე აცხადებს, რომ სთან შეხვედრაზე თითქმის ყველაფერზე ისაუბრეს, მათ შორის ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე.
„კიდევ იქნება შეხვედრები, რომ განიმუხტოს ეს ყველაფერი, რაც აქ, ჩვენთან ხდება“, – ამბობს „ს“ დამფუძნებელი.
ირაკლი სთან ბიზნესის 100-მდე წარმომადგენლის შეხვედრა დღეს დაახლოებით 13:00 საათისთვის დაიწყო და 17:00 საათისთვის დასრულდა. 4-საათიანი შევხედრის შემდეგ ბიზნესმენების ნაწილი მედიასთან აცხადებდა, რომ პრემიერმა ისინი ევროინტეგრაციის ურყევ პროცესში დაარწმუნა, ხოლო კრიტიკულად განწყობილი ბიზნესის წარმომადგენლებს ირაკლი კობახიძე კიდევ შეხვდება. Freebusiness-ის პლატფორმის მოთხოვნების მხარდამჭერი ბიზნესების პოზიცია – ახალი ს მოთხოვნისა და ახალ წლამდე საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულების გათავისუფლება – ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა.