დავით დოიაშვილი – ყინული დაიძრა, გასაგებია, რომ დამნაშავედ ცნეს გიორგი ბახუტაშვილი, მაგრამ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ – ძალიან მალე ანდრო ჭიჭინაძესაც გარეთ ვიხილავთ

ჩემი აზით, ყინული დაიძრა. გასაგებია, რომ დამნაშავედ ცნეს[გიორგი ბახუტაშვილი], მაგრამ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ , – ასე შეაფასა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა.
აღნიშნული განცხადება რეჟისორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც გიორგი ბახუტაშვილის საქმეზე პროცესი გაიმართა.
“ეს [ყინული] აუცილებლად დაიძვრება, დაიძვრება, დაიძვრება და ძალიან მალე ანდრო ჭიჭინაძესაც გარეთ ვიხილავთ, იმიტომ, რომ ესენი არიან უდანაშაულოები. რეალურად, დღეს თუ არა, ხვალ, ამის აღიარება მოუწევთ”, – განაცხადა დავით დოიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო